საქართველოს ელექტროენერგიის ტარიფების კუთხით საკმაოდ დაბალი ტარიფები აქვს. როგორც სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოზე იაფი სამომხმარებლო ტარიფი აზერბაიჯანშია, ხოლო თურქეთთან და სომხეთთან შედარებით საქართველოს შედარებით იაფი სამომხმარებლო ტარიფი გააჩნია.
გთავაზობთ საქართველოში ელექტროენერგიაზე მოქმედი სამომხმარებლო ტარიფებისა და სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარებას.
ქვეყანა საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
აზერბაიჯანი |
15.552 |
საქართველო |
22.360 |
თურქეთი |
23.566 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა |
26.181 |
ალბანეთი |
28.721 |
სერბეთი |
29.183 |
მონტენეგრო |
29.265 |
ჩრდილოეთ მაკედონია |
31.266 |
სომხეთი |
31.391 |
ბულგარეთი |
32.289 |
უნგრეთი |
33.624 |
ისლანდია |
35.867 |
ნორვეგია |
37.979 |
მალტა |
41.719 |
ხორვატია |
44.273 |
მოლდოვა |
52.860 |
სლოვენია |
53.240 |
ლუქსემბურგი |
53.664 |
სლოვაკეთი |
54.240 |
ფინეთი |
55.277 |
პოლონეთი |
56.280 |
ესტონეთი |
59.164 |
შვედეთი |
61.829 |
პორტუგალია |
62.437 |
საფრანგეთი |
63.557 |
საბერძნეთი |
70.859 |
ირლანდია |
71.880 |
ესპანეთი |
72.130 |
ავსტრია |
77.353 |
ლიეტუვა |
82.960 |
ჩეხეთი |
87.140 |
ლატვია |
89.894 |
დანია |
107.468 |
კვიპროსი |
107.570 |
იტალია |
115.666 |
გერმანია |
120.293 |
რუმინეთი |
120.564 |
ლიხტენშტეინი |
122.518 |
ბელგია |
122.781 |
ჰოლანდია |
128.618 |
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. აღნიშნული ტარიფი ძალაში 2024 წლის პირველი
იანვრიდან შევიდა.
საქართველოში ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე მიწოდების საქმიანობას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისათვის ახორციელებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ხოლო სხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის – ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი: სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება