ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი „ეკოვუდი“ უნარჩენო წარმოების მიმართულებაზე მუშაობს.
სპეციალურად ამ მიზნით, კომპანიამ ნატახტარში რეგიონული ჰაბი შექმნა, სადაც საწარმო განათავსა და ადგილზე ხდება პროდუქციის შექმნა და გადამუშავება.
როგორც კორპორაციული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი სრესელი Business Insider Georgia- თან ამბობს, პროექტის განხორციელება ,,ეკოვუდმა“ „აწარმოე საქართველოს“ და USAID-ის თანადაფინანსებით და მხარდაჭერით შეძლო.
„უნარჩენო წარმოების ხაზის განვითარება დავიწყეთ, თითქმის ბოლომდე ვართ მისული, ვგეგმავთ. რამდენიმე ფაზაა დარჩენილი. ერთ სივრცეშია რეგიონული ჰაბი და საწარმო.
გადავწყვტეთ არასტანდარტული პროდუქციის წარმოება დაგვეწყო, ყველაფერი ეს საბოლოოდ დაგვეხმარება, რომ იმპორტზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული.
„ეკოვუდის“ წარმოებაში ყველა მასალა გადამუშავდება, სამეწარმეო ენაზე ეს არის შედგენილი მასალების სეგმენტი, რომლის ფარგლებშიც აქამდე გამოუყენებელი ნარჩენი წარმოებაში დაბრუნდება და მეორად გადამუშავებას დაექვემდებარება. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს ზედაპირები, კიბის საფეხურები, სხვადასხვა დეკორატიული მასალები და აქსესუარები.
პროექტის იდეაა, რომ ხის ნარჩენების შემცირდეს, მათი დეგრადირება და შეშად გამოყენება არ მოხდეს“, - ამბობს გიორგი სრესელი.
რაც შეეხება ბოლო ტენდენციას, სრესელის ინფორმაციით, „ეკოვუდმა“ ბაზრების დივერსიფიცირება და პანდემიის დროს შექმნილი პრობლემის გამოსწორება წარმატებით შეძლო.
„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რთული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, ამიტომ მიზნად დავისახეთ ბაზრების დივერსიფიცირება.
ახალი კონტაქტები გავაფორმეთ ხის მასალების გადამუშავების კუთხით აფრიკის ქვეყნებთან, მალაიზიასთან, ინდონეზიასთან, აშშ-თან და სხვა და სხვა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც, პანდემიამდელ მაჩვენებელს ნელ-ნელა ვუბრუნდებით და 2023 წლის ბოლომდე ამ მხრივ სერიოზულ გაუმჯობესებას ველოდებით“, - განაცხადა სრესელმა Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, „ეკოვუდი“ მომხმარებელს 200-ზე მეტი დასახელების ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სთავაზობს.
კომპანიაში დასაქმებული 30-მდე ადამიანია, მათ შორის 25 საწარმოს თანამშრომელია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში