USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომისტთა 86% ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება და თურქეთიდან იაფი იმპორტი მაღალ რისკს წარმოადგენს - PMC

ეკონომისტთა 86% ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება და თურქეთიდან იაფი იმპორტი მაღალ რისკს წარმოადგენს - PMC

2023-10-06 17:14:24

PMC-ის კვლევითი ცენტრის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ბიულეტენში, რომელიც ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა, საქართველოს ეკონომიკურ კლიმატზე საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა. 

გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გავლენა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა ასპექტებზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 78% მიაჩნია, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება თურქეთიდან იაფ იმპორტთან შედარებით, სულ მცირე, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ თურქეთიდან გაზრდილი იმპორტის გავლენა იქნება მაღალი ან ძალიან მაღალი (შესაბამისად, 29% და 29%).

საქართველოდან ექსპორტის შემცირება ზომიერ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, როგორც ამას გამოკითხულ ეკონომისტთა 57% ამტკიცებს.

ამავდროულად, თურქეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება რესპონდენტთა 50%-ის მიერ დაბალი გავლენის მქონე არხად არის შეფასებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები