USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა არ შეაფერხა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება - ალექსანდრე ძნელაძე

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა არ შეაფერხა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება - ალექსანდრე ძნელაძე

2023-08-02 17:36:13

იდეაში ყველა ველოდით, რომ 0.50 პუნქტით მოხდებოდა შემცირება, რაზეც ბევრმა ექსპორტმა გაკეთა პროგნოზი, ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, განაკვეთის შემცირების მოლოდინები ძირითადად ინფლაციის შემცირებასთან მიმართებაში არსებობდა.

„მიუხედავად ამისა, ყურადღება  უნდა მივაქციოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ფონზე ეროვნულ ბანკს უფრო  ფრთხილი ნაბიჯის გადადგმის წინაპირობა აქვს.  გადაწყვეტილების მიღებისას არ შეფერხებულა რეალურად, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე კვლავაც იზრდება საპროცენტო განაკვეთები. როგორც იცით, დოლარშიც და ევროშიც განაკვეთები კიდევ გაიზარდა და ეს ფაქტორი მოლოდინების კიდევ ერთხელ გადაფასებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, სებ-ის შედარებით უფრო ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს, რეალურად ეკონომიკას მაინც სჭირდება სტიმულირება. შემცირება იქნება თუ გამკაცრება, საკმაოდ გვიან აისახება ხოლმე ეკონომიკაზე. ეს ვიხილეთ, როცა მკვეთრი ცვლილების პერიოდშიც კი ინფლაციის მაჩვენებელს საერთოდ არ ემჩნეოდა  შემცირება. რეალურად იგივეა  მონეტარული პოლიტიკის შემცირების ეფექტი  ეკონომიკაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ 0,25%-ით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ვფიქრობთ, ამ ინტერვალს არ დაიჭერს მაჩვენებელს და ყოველი მეორე სხდომის დროს არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას.  

წლის ბოლომდე იყო რამდენიმე პროგნოზი და მოლოდინი, რომ 9-8,5%-მდე უნდა შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. უკანასკნელი გადაწყვეტილება იძლევა იმედს, რომ მომავალ სხდომაზეც დაახლოებით მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების მხრიდან  საუბარია,  პირდაპირ მოხდეს ამ განაკვეთზე სწორება დღესვე, მაგრამ როგორც ჩანს, სებ-ი ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს და ამის წინაპირობა აქვს სავარაუდოდ. 

რამდენიმე სხვადასხვა პროგნოზია და ამაზე სწორება არ იქნება მართებული. თუნდაც უკანასკნელი გადაწყვეტილება არ იძლევა ამისი კორექტირების საშუალებას. შარშან იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი 9%-ზე გააკეთებდა სწორებას, თვითონ ქმნიდა ამ მოლოდინს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს და ნებისმიერ დროს სხვა ნიშნულზე შეაჩეროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები