მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა ინვესტიციების დროული და სწორი მობილიზებაა, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომ გაგრძელდეს საჭიროა მეტი ეკონომიკის სტიმული, რაც თავის მხრივ აისახება ინვესტიციებში.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი კაპიტალური შემოდინება, რაც ვნახეთ, დღეისთვის უკვე ამის ნორმალიზება ანუ შემცირება ხდება. ეკონომიკური ზრდა, რომ გაგრძელდეს საჭიროა მეტი ეკონომიკური სტიმული, კონკრეტულად ეს აისახება ინვესტიციებში.
რადგან, საქართველოს შუა დერეფნის ნაწილში გაზრდილი გეოპოლიტიკური როლი აქვს, რომ გაიზარდოს შესაძლებლობა, რათა მეტმა ტვირთმა გაიაროს და ამ ტვირთს თან მომსახურებაც აქვს, ამ მიმართულებით მეტი ინვესტიციაა საჭირო, როგორც ლოგისტიკური, ისე სატრანსპორტო კუთხით, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში და ა.შ.
ჩემი აზრით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა ამ ინვესტიციების დროული და სწორი მობილიზება და განხორციელებაა.
აშკარაა, რომ ბოლო ხანებში სებ-სგან გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ დოლარის დეპოზიტების სავალდებულო რეზერვებზე მოხდა, მცირე ნაბიჯის შემცირება, რამაც ბიზნესისთვის დამატებით დოლარის რესურსის მიწოდება გამოიწვია. ეს მოხდა ოქტომბერ-ნოემბერში და ამის შემდეგ ეს იგრძნობა. ამან გამოიწვია კონკურენციის გამძაფრება. ასევე ვხედავთ, რომ ლარის განაკვეთი იმდენად შემცირდა, რომ ეს მოთხოვნის დამატებით წახალისებას გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის მიერ ძალიან დროული ნაბიჯები იყო გადადგმული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან კონფერენციის "გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, აღნიშნულ კონფერენციაზე შემდგომ ნაბიჯებზე არ იყო საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ინფლაციის საბაზო მაჩვენებლის შედეგებს, რაც გვაჩვენებს რამდენით შეიძლება შემცირდეს ლარის სასესხო განაკვეთი. გაჩეჩილაძის თქმით, მომავალში, სავარაუდოდ ეს უფრო მცირე ნაბიჯებით მოხდება.
„ბევრად მეტია დამოკიდებული რეგიონის აქტიურობაზე და რა მოხდება ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან იქ შემცირებები და ზრდები შედარებით მცირე, თანმიმდევრული და დროში გაწელილი იქნება, იგულისხმება დოლარის და ევროს რეფინანსირების განაკვეთი. ჩვენი საპროცენტო განაკვეთებისთვის აქ რა მოხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება