დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება, - ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში, რომელიც 2024 წლის პროგნოზებს შეეხება. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციითვე, სხვა თანაბარ პირობებში, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი, ხოლო ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული.
„საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიული და უახლესი შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა. მართალია განსხვავებები მკვეთრი არაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ მოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებით 2024 წლისათვის, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის ყოველთვის არ გამოდგება. საკუთრივ, შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა.
მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი გაუმჯობესებულია. მცირედით, თუმცა ამავე მიმართულებით არის ცვლილება ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. მაგალითად, დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება