საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, მაგრამ გარე შოკებისგან დაცვა რომ მოხდეს მნიშვნელოვანია, საკრედიტო აქტივობა გაიზარდოს, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
მისივე განმარტებით, ბანკს მომავალი წლის მშპ-ს პირდაპირი შეფასებები არ გაუკეთებია, თუმცა არსებული პროგნოზით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე იქნება.
„მსოფლიოში გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ სხვადასხვა ეკონომიკა შენელდა. დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, კარგი ზრდა გვაქვს. მაგრამ იმისთვის, რომ საგარეო შოკებისგან დაცვა მოხდეს მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო აქტივობა გაიზარდოს.
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან შედარებით უფრო დიდი აღმოჩნდა. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკა წლიურ ჭრილში 7%-მდე გაიზრდება. სამი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 6.8%-ი იყო. რაც შეეხება მომავალ წელს, პირდაპირი შეფასებები ჯერ გაკეთებული არ გაქვს, მაგრამ სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა 4-დან 5%-მდე იქნება“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება