USD 2.783

EUR 3.0042

TRY 0.0763

GBP 3.5831

RUB 0.031115

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,EIB გლობალმა’’ და საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 50 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

,,EIB გლობალმა’’ და საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 50 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

2023-12-28 18:42:00
  • საქართველოს ბანკისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გააუმჯობესებს მცირე ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას მიმზიდველი პირობებით.
  • სესხის სულ მცირე 30% განკუთვნილი იქნება მწვანე დაფინანსებისთვის.
  • სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროგრამა "ფინანსური სისტემების გამწვანება'' კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის (EU) ბანკმა, საქართველოს ბანკთან ხელი მოაწერა 50 მილიონიევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას.  მისი მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) დასაშუალო კაპიტალის მქონე კომპანიებს, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენასა და ზრდის განვითარებას.

ხელშეკრულების მიხედვით, EIB და საქართველოს ბანკი სესხის სულ მცირე 30%- გამოყოფენ მწვანეინვესტიციებისთვის. ეს არის EIB-ის პირველი სესხი, რომელსაც შუამავლობით ახორციელებს საქართველოს ბანკი ასეთითემატური აქცენტით. სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კლიმატის საერთაშორისოინიციატივა, ტექნიკური დახმარების პროგრამის "ფინანსური სისტემების გამწვანება'' ფარგლებში.

სესხი გაცემულია, ‘’EIB გლობალ''-ის მიერ (რომელიც ოპერირებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ) რომელიც წარმოადგენს EIB-ის 120 მილიონი ევროს საკრედიტო პროგრამის პირველ ტრანშს რაც  მოსალოდნელია, რომსარგებელს მოუტანს 160-ზე მეტ საწარმოს და უზრუნველყოფს 14 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. საქართველოს ბანკი გააორმაგებს EIB-ის ვალდებულებას საკუთარი რესურსების ექვივალენტური ოდენობის სესხით.

სესხი გააუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გრძელვადიანი დაფინანსების საშუალებით მიმზიდველიპირობებით, შესაძლებლობით, რომ ასეთი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივ ვალუტაში, რათადაეხმაროს ბიზნესებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვაში. სესხი ხელს უწყობს ეკონომიკისმდგრად აღდგენას ევროკავშირის საფლაგმანო ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში აღმოსავლეთპარტნიორობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებას. ოპერაციაწარმოადგენს EIB-ის საკუთარი რისკის წვლილის ნაწილს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის + (EFSD+) მიზნების მისაღწევად.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკთანდა ევროკავშირთან მცირე საწარმოების მხარდასაჭერად, რომლებიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ. სესხი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც განკუთვნილი იქნება მწვანე დაფინანსებისთვის, ხაზს უსვამს ჩვენს, როგორცევროპის გუნდის ვალდებულებას ხელი შევუწყოთ მწვანე ზრდას საქართველოში.''

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: ევროკავშირის ეკონომიკური დასაინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ხერხემალიმომავალი წლებისთვის. ის ადგენს ამბიციურ მიზნებს და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საფლაგმანო ინიციატივებს, მათშორის ჩვენს მხარდაჭერას 80 000 ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ევროკავშირი სიამოვნებით უჭერს მხარსდღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ინვესტიციებს, ასევე ეკონომიკურ ზრდას დასამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა დასაზოგადოების განვითარებისთვის. ევროკავშირის იმ პრიორიტეტებზე მუშაობა, როგორიცაა უფრო ინკლუზიური, უფრომწვანე ეკონომიკა - დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლაში.”

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ EIB საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ტრანზაქცია, რომელიც ფოკუსირებულია მწვანე ინვესტიციებზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისკენ. საქართველომ ცოტა ხნის წინ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - რაც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ბიზნესისადმი ნდობას. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მუდმივი მხარდაჭერა. გვჯერა, მომავალში კიდევ ბევრი წარმატებული ტრანზაქცია გველოდება EIB-თან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ზოგადი ინფორმაცია

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ‘’EIB გლობალი''- შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მისწევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირისპოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.

EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ფილიალი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა დაგანვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანეშეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპისგუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ძლიერ პარტნიორობას განვითარების პარტნიორ საფინანსოინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდროთანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთანჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.

EIB-ის შესახებ საქართველოში

EIB 2007 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისმხარდასაჭერად. EIB-ის ნაკისრი ვალდებულება აღემატება 2 მილიარდ ევროს და ნაწილდება სხვადასხვა სექტორზეინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, წყლისა და ჩამდინარე წყლების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ჩათვლით. ბანკი ოპერირებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP), აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) დაევროკავშირის სხვა ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.

EIB არის საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური კრედიტორი მცირე და საშუალოსაწარმოების მხარდასაჭერად. EIB-ის 400 მილიონ ევროზე მეტი ოპერაციები ქვეყანაში განკუთვნილია მცირე დასაშუალო საწარმოების დაფინანსებისთვის, რომელიც ამჟამად მუშაობს შვიდ ფინანსურ შუამავალთან. EIB-მადაამტკიცა, რომ მზად იყო გაეძლიერებინა ბიზნესის მხარდაჭერა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო და EIB-მა გაზარდა160 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება სპეციალური პირობებით, რათა შეემცირებინა COVID-19 პანდემიისეკონომიკური გავლენა. EIB ასევე ახორციელებს ორნაწილობრივი პორტფელის საგარანტიო პროგრამას საქართველოში, რომლის მიზანია ევროპის საინვესტიციო ფონდთან (EIF) პარტნიორობით, შუამავალ ორგანიზაციებთან შესაბამისი  მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაკრედიტების რისკის გაზიარება. EIB ჯგუფის პორტფელის გარანტიები მოიცავს380 მილიონ ევროზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს სესხებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდატექნიკური დახმარების ხუთი ოპერაცია შუამავალი ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად დადაიწყება ახალი თაობის ტექნიკური დახმარების ოპერაციების განხორციელება.

EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ

 

ტექნიკური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს სესხს, უზრუნველყოფილია EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფონდის (IKI) მიერ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტროს (“BMWK”) სახელით.  პროგრამა არის BMWK-ისა და EIB-ის ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) პარტნიორობის მუშაობაში, კერძოდ, მზაობის მხარდაჭერა ცენტრალური ბანკების გამწვანებისინიციატივაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები