„ეფეს საქართველომ“ ახალი ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი - „ტაატი“ წარადგინა.
„ტაატი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას. ახალი ქართული კრაფტ ლუდი სამი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი ლუდს განუმეორებელ თვისებებს ანიჭებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, რომ ყოველთვის უსმენენ მომხმარებელს და ითვალისწინებენ მათ საჭიროებებს.
„მუდმივად ვმუშაობთ ძირითადი ბრენდების განახლებაზე. 2023 წელს, შეიცვალა „ქარვას“ და „ექსტრას“ შეფუთვა, გახდა უფრო თანამედროვე და მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ჩავუშვით ახალი გაზირებული გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი ზიზგაგი“ 0,33ლ ქილის შეფუთვაში ფორთოხლისა და მანდარინის არომატით.
ასევე, სულ მალე გვექნება ძალიან სასიამოვნო სიახლე, დაგვემატება ახალი ბრენდი. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში