Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტურობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას.
როგორც Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, DRG მოდელს თან ახლავს რისკები.
„ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის იანვრიდან საყოველთაო დაფინანსების ახალი მოდელი - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG) შემოიღო.
DRG მოდელი ანაზღაურებას პაციენტის დიაგნოზისა და თანმდევი ფაქტორების (მაგ. ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის გართულებები და ა.შ.) გათვალისწინებით განსაზღვრავს.
„ახალი მოდელი, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურობას“, - მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება