USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"Do IT in Georgia" პროექტის ფარგლებში საქართველოში 80-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა - ირაკლი ნადარეიშვილი

"Do IT in Georgia" პროექტის ფარგლებში საქართველოში 80-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა - ირაკლი ნადარეიშვილი

2023-08-21 16:10:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის "Do IT in Georgia" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოში მომუშავე IT კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე საუბარი წარიმართა ციფრულ პლატფორმაზე - www.doit.gov.ge, რომელმაც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას. პლატფორმა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის" მხარდაჭერით შეიქმნა. 

„IT მიმართულება საქართველოს მთავრობის მიერ სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში. მისი თქმით, ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უკვე ამოქმედდა საერთაშორისო კომპანიის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი. „ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 80-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. ამ მოცემულობით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება, რაც ჩვენი სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით წარმატებით ხორციელდება," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ციფრული პლატფორმაზე, სხვა რესურსებთან ერთად, განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზე, რომელიც 5,000 დამწყები IT - სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს - ეს პროგრამა მსმენელთა მიღებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.  

პროექტი "Do IT in Georgia" ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს გააერთიანებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს მისცემს საშუალებას, განათავსონ თავისი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები