USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დირიჟორი" - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO"

„დირიჟორი" - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO"

2023-11-27 03:40:09

SOLO კულტურის სფეროს მხარდაჭერას და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ის „თეატრი სახელოსნო 42-ის“ სეზონის გენერალური პარტნიორია.

„თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - „დირიჟორით“ წარდგება. პრემიერა 05, 06, 13, 15, 16 და 19 დეკემბერს გაიმართება.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სცენაზე იხილოს რონალდ ჰარვუდის პიესა, რომელიც ინგლისურიდან გურამ ღონღაძემ თარგმნა.  სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძეა, სპექტაკლის ქორეოგრაფი თინათინ წულაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილია, ვიდეო ინსტალაციები შექმნილია დათა დვალიშვილის მიერ, ტექნიკური რეჟისორი კი თამარ ფრუიძეა.

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სეზონის განმავლობაში SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას „თეატრი სახელოსნო 42-ის ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები