დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონის გარშემო, საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი გარემო შეიქმნება.
„როგორც იცით, თბილისის მერიის ჩართულობითა და ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით, დიდ დიღომში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს არის სპორტული სკოლა. ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, სტადიონის გარშემო სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სარბენი და საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო სკამები, ლედ განათება და სარწყავი სისტემა. მთლიანობაში, სივრცე ჯანსაღი ცხოვრებს წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე შენდება მულტიფუნქციური ცენტრიც.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება