USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება

დღეს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება

2023-10-28 11:11:28

დღეს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება. 

რიკოთის პროექტი, მასშტაბითა და მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა, 52 კმ-იანი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობას. ამ დროისთვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები