USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს გრანდიოზული ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობა იმართება | Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

დღეს გრანდიოზული ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობა იმართება | Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

2023-12-09 13:51:30

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA) უკვე 22 წელია ყოველი დეკემბრის თვის დასაწყისში აწყობს გრანდიოზულ ზამთრის საქველმოქმედო ბაზრობას, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მეწარმეები და ხელოვანები მონაწილეობენ. წლების განმავლობაში საქველმოქმედო ბაზრობა წარმოადგენს ერთ -ერთ ყველაზე საყვარელ და სანახაობრივ ღონისძიებას. ბაზრობაზე მოსულ ათასობით სტუმარს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მიერ შეთავაზებული პროდუქცია, აგრეთვე, დაათვალიეროს და შეიძინოს ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანების მიერ შესრულებული უნიკალური ნაკეთობები, დააგემოვნოს ბაზრობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი და გემრიელი სამზარეულო, ისიამოვნოს გლინტვეინით. რაც მთავარია, ღონისძიებიდან შემოტანილი თანხით ხელი შეუწყოს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.

საშობაო საქველმოქმედო ბაზრობას ყოველწლიურად მასპინძლობს სასტუმრო შერატონი.

წელს, 2023 წლის 9 დეკემბერს , შერატონში, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია მოუთმენლად გელით საოცრებათა სამყაროში. საშობაო განწყობის შესაქმნელად თქვენთვის იმღერებს ასოციაციის წევრ ქალთა გუნდი , საქველმოქმედო ბაზრობაზე მოსულ ჩვენს საყვარელ ბავშვებს დახვდება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. გათამაშდება პრიზები. ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის, ძაღლებისათვის მოეწყობა სპეციალური კუთხე .

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები