USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს 22:00 საათზე ევროპის მოედანზე კოკა-კოლას ქარავანი მუსიკალური საღამოთი აიღებს სტარტს

დღეს 22:00 საათზე ევროპის მოედანზე კოკა-კოლას ქარავანი მუსიკალური საღამოთი აიღებს სტარტს

2023-12-20 08:57:00

20 დეკემბერს, 22:00 საათზე ევროპის მოედანზე კოკა-კოლას ქარავანი მუსიკალური საღამოთი აიღებს სტარტს. კონცერტს, რომელიც წელს პირველად, ქარავანზე გაიმართება მანიკა ასათიანი გაუძღვება, ხოლო კოკა-კოლას მოყვარულების განწყობაზე ნოდარიკო ხუციშვილი და სალიო იზრუნებენ

„არ გამოტოვო საქართველოში პირველი - ჯადოსნური მუსიკალური საღამო ქარავანზე!

შემოგვიერთდი ევროპის მოედანზე, 20 დეკემბერს, 22:00 საათზე და დაესწარი კოკა-კოლას საახალწლო კონცერტს, რომელიც წელს პირველად, ქარავანზე გაიმართება.

ჩვენი სანტები, ნოდარიკო ხუციშვილი და სალიო შენს საყვარელ საახალწლო სიმღერებს შეასრულებენ და სადღესასწაულო განწყობას მომენტალურად მოგიტანენ! საღამოს გაუძღვება მანიკა ასათიანი 

ეს ყველაფერი არ არის, შენ გექნება საშუალება, დაესწრო იმ ჯადოსნურ მომენტს, როცა ქარავანი სტარტს აიღებს მთელი საქართველოს შემოსავლელად!

 შემოგვიერთდი ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად და გაიზიარე ნამდვილი საახალწლო განწყობა!“, - აღნიშნულია ივენთის აღწერაში, რომელიც დღეს 22:00 სააღზე ევროპის მოედანზე გაიმართება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები