USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

2023-09-26 21:47:01

გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, - ამის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე. გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები