USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური - ირაკლი ლექვინაძე

დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური - ირაკლი ლექვინაძე

2023-12-12 17:57:44

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი.  საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების ტრენდიც ფიქსირდება, სტაბილურია ლარის კურსი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალიზატორ კომპანიებში ფასი სტაბილურია და ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. რაიმე მოლოდინი რომ ფასების მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე არ არსებობს.

გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხიც გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. ერძოდ ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე მცირე სხვაობები ფასებში ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე (მაგ. ბენზინი რეგულარი) მცირე და მსხვილ ქსელებს შორის.

ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს ახორციელებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები