USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო

დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო

2024-02-06 20:18:00

დეველოპერული კომპანიალისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო.

კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით.

მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანიაერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა  აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.

კომპანიის განახლებულმა ანგარიშგებამ  2023 წლის დეკემბერში  მიიღო ევროკავშირის დამსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის  „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდო“- BARTA.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური აღრიცხვის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, მოხდა ამცვლილებების შესაბამისად წინა პერიოდების, 2021 და 2022 წლების ანგარიშგებების განახლება (მათ შორის ცვლილებები შეეხო: ჯამური აქტივები გაუტოლდა 681 მილიონ ლარს, ნაცვლად 690 მილიონი ლარისა (1.2%-ით შემცირება), ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი 596 მილიონი ლარს გაუტოლდა, ნაცვლად 611 მილიონი ლარისა (2.4%-იანი შემცირება), 2021 წლის მოგებამ შეადგინა 39.3 მილიონი ლარი), რაც გამჭირვალედ გამოქვეყნდა აუდიტორული ანგარიშის დამტკიცებისთანავე.

ამავდროულად, 2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური  შედეგები, რაცგულისხმობს შემდეგს: აქტივები გაიზარდა 723  მილიონ ლარამდე (6%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით), ხოლო საკუთარი კაპიტალი გაიზარდა 619 მილიონ ლარამდე (3.8%-იანი ზრდა). წლის მოგებამ 33.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მოქმედი რეგულაციების  გათვალისწინებით და ყველა საინვესტიციო დაგამჭირვალობის უმაღლესი სტანდარტის  დაცვით, 2024  წლის 31 იანვარს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ობლიგაციის მფლობელებს და   გაკეთდა შეთავაზება, 2022 წელს ემისირებული ობლიგაციებისსურვილის შემთხვევაში, ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ.

აღნიშნული ხაზს უსვამს კომპანიის გამჭირვალობას, ფინანსურ მდგრადობას და ობლიგაციების მფლობელებთან მიმართებაში მაღალ პასუხისმგებლობას.

კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მიმდინარე და ახალი დეველოპერული პროექტების განვითარებას. თბილისში, „მწვანე ქალაქი ლისზეკომპლექსის ფარგლებში წარმატებით დასრულდა ლისი გრინ თაუერისგამორჩეული არქიტექტურული პროექტი. ასევე მიმდინარეობს ესპანელი არქიტექტორის რიკარდო ბოფილისა და ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის პროექტების მშენებლობა.

ასევე კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე.  ბუკნარი არის ახალი საკურორტო უბანი ლისი დეველოპმენტისგან, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლოკაციით შავიზღვის სანაპიროზე. კურორტი მდებარეობს ზღვასა და მთას შორის, ასწლოვან წიწვოვან ტყეში, ბათუმიდან 7 წუთის მანძილზე. პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას უშუალოდ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც ასევე მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, სპორტულ მოედანსა და მწვანე ზონებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები