USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში თბილისში 3,827 ბინა გაიყიდა

დეკემბერში თბილისში 3,827 ბინა გაიყიდა

2024-01-13 09:41:00

2023 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,827 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 4%-ით, 246 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.  

recov-ის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

„2023 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,203 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 33%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  

2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია recov-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები