USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში საარსებო მინიმუმი 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა

დეკემბერში საარსებო მინიმუმი 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა

2024-01-15 11:15:00

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, კლება 3,8 ლარია, რადგანაც გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა და 221.1 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები