USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეგუსტაციაზე უნიკალური ჯიშისა და წარმოშობის ყურძნის ღვინოები გამოგვაქვს - Collectionner-ი

დეგუსტაციაზე უნიკალური ჯიშისა და წარმოშობის ყურძნის ღვინოები გამოგვაქვს - Collectionner-ი

2023-06-12 10:00:45

ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე კომპანია Collectionner/კოლექციონერი სისტემატურად მართავს დეგუსტაციებსა და ცნობილი ღვინის ბრენდებს საკუთარ სივრცეში მასპინძლობს.

კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების ეხმარებიან სექტორს ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის ზრდასა და ზოგადად ღვინის ინდუსტრიის განვითარებას, რამაც Collectionner-ი ღვინის მოყვარული საზოგადოების საყვარელ ადგილად აქცია.

„საქართველოში საკმაოდ ბევრი კარგი ღვინო იწარმოება, რომელიც გადის ქვეყნის გარეთ და პოპულარულია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად იცნობენ. დეგუსტაციების, აზრის გაზიარებისთვის სივრცე ნამდვილად ცოტაა, არ ვართ ამ მხრივ განებივრებულები. ძალიან ცოტაა დედაქალაქის მასშტაბით ადგილი, სადაც ღვინის მოყვარული საზოგადოებები იკრიბებიან. ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც საუკეთესო ხარისხის ღვინოებს შესთავაზებს მომხმარებლებსა და ბაზრის მოთამაშეებს. სისტემატურად ვაწყობთ დეგუსტაციებს, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ უნიკალური ჯიშის და წარმოშობის პროდუქცია, რომელსაც მცირე მარნები და მსხვილი კომპანიები აწარმოებენ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

სულ ცოტა ხნის ბაზარი ორბელიანზე, ,,კოლექციონერში“ მეღვინეობა ‘,,Kalanda’s wine”-ის დეგუსტაციის საღამო გამართა. შეხვედრაზე სტუმრებმა უნიკალური ჯიშის ღვინოები დააგემოვნეს.

სხვადასხვა დროს გაიმართა „შატო სვანიძის“, „ბაიას ღვინოს“, მეღვინეობა AMOSA'-ს, „,ეთნო ოკამის“ და სხვა კომპანიების ღვინოების დეგუსტაციები. 14 ივნისს, მეღვინეობა „კარდენახი“-ის დეგუსტაციის საღამო გაიმართება „კოლექცინერში“.

„კოლექციონერის" სახელწოდებით საგამოფენო სივრცე თბილისში, ,,ბაზარი ორბელიანზეა" წარმოდგენილი. კომპანიაში 3 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები