დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, კახეთისმხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისმერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერეს.
„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს მაკულატურას და პლასტმასის მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ესპირველი საწარმოა, ამ მიმართულებით, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვანელოვანია მსგავსი ტიპის პროექტეის მხარადაჭერა, რადგან, ხდება გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირება”, - განაცხადა გიორგი ციმინტიამ.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორცილდა.
„სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) დაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამურიღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში