დავძლევთ ვეტოს, თუ დავეთანხმებით პრეზიდენტს ამას გუნდი გადაწყვეტს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.
„რამდენიმე დღეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება ეწურება. ამავე დროს სამწუხაროდ ჯერ არ არის ცნობილი სავარაუდო პრეზიდენტის ვინაობა და მოქმედი კანონიც ბუნდოვანია, რადგან არ ჩანს ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას. ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო კანონი, რომელიც ამ ბუნდოვანებას გაფანტავდა“, - ამბობს კვიჟინაძე.
მისივე თქმით, მანამდე პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიციაც თანხმდებოდა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები საჭირო იყო.
„პრეზიდენტმა მე-15 მუხლის მეორე პუნქტი პრაქტიკულად დატოვა, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებენ მოვალეობას საბჭომ ამ ფუნქციის შესრულება სხვა ვიცე-პრეზიდენტს დაავალოს, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის ფუნქცია საერთოდ ამოაგდო“, - აცხადებს კვიჟინაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი