USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანიამ ლიეტუველ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

დავით ნარმანიამ ლიეტუველ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

2023-06-21 12:58:01

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ქ. ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.

 დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრებმა - გოჩა შონიამ და  მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.   

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები