USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ  II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

2023-11-14 15:10:58

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ მოხსენებით წარდგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის  საკანონმდებლო და საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. 

სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში  და წარადგენენ პრეზენტაციებს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

5 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები