USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დანია ყველა ფრენაზე “მწვანე გადასახადის” შემოღებას გეგმავს

დანია ყველა ფრენაზე “მწვანე გადასახადის” შემოღებას გეგმავს

2023-11-23 13:30:07

დანიის ხელისუფლებამ ავიამგზავრებისთვის “მწვანე გადასახადის” შემოღება დაანონსა, რომლის გადახდაც მგზავრს ყველა რეისზე მოუწევს.

გადასახადის მოცულობა მარშრუტის სიგრძეზე იქნება დამოკიდებული. შიდა ფრენებზე ეს იქნება დაახლოებით $9, შუალედურ ფრენებზე – $35, შორდისტანციურ ფრენებზე – $56.

„მწვანე გადასახადიდან” მიღებული შემოსავლის ნახევარი შიდა ფრენებზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე გადასვლას მოხმარდება. ხოლო მეორე ნაწილი ხანდაზმულთათვის პენსიების ზრდას.

ეს ინიციატივა არის ქვეყნის კიდევ ერთი მცდელობა საავიაციო ინდუსტრიიდან ემისიების მინიმიზაცია მოახდინოს. პროექტის განხორციელება 2025 წელს დაიწყება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები