USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაგროვებით საპენსიო სქემაში სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებები 65 მლნ ლარით იზრდება

დაგროვებით საპენსიო სქემაში სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებები 65 მლნ ლარით იზრდება

2023-09-20 11:00:52

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით 65,0 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიდან ხდება ცნობილი. 

მთავრობაში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი თანხის მოცულობა დაკავშირებულია ქვეყანაში გაცემულ ხელფასებთან.

მიმდინარე წელს დასაქმებულთა ანაზღაურება მოსალოდნელთან შედარებით მეტად გაიზარდა და შესაბამისად საპენსიო სქემის დასაფინანსებლად საჭიროა დამატებითი თანხის გამოყოფა.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის არსებულ ვერსიაში ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხა 310 მლნ ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, 2023 წლის ბიუჯეტში დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 375 მლნ ლარით განისაზღვრება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები