USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაფასოებულ სამკურნალო მცენარეებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ - ფარკონი

დაფასოებულ სამკურნალო მცენარეებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ - ფარკონი

2023-08-14 16:00:46

დაფასოებულ სამკურნალო მცენარეებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. ამიტომ ამ მიმართულებით წარმოება ნელი ტემპით იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ გაუცხადა.

„2018 წლიდან აქტიურად ვოპერირებთ ადგილობრივ ბაზარზე. გამომშრალ სამკურნალო მცენარეებს დაფასოებული სახით „ფარკონის“ ბრენდის ქვეშ ვაწარმოებთ და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. სამკურნალო მცენარეები ადგილობრივ ბაზარზე კარფურსა და იმპექსის სააფთიაქო ქსელში იყიდება“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი.

მისი ინფორმაციით, ფარკონი ქუთაისში თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმოს ფლობს, სადაც მცენარეების გადამუშავება ხდება. „ნედლეულის გარკვეული ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო ძირითადი ქართულია, მაგალითად ევკალიპტი, ასკილი... რაც საქართველოში არ მოდის ის ნედლეული ჩამოტანილია, მათ შორის უმაღლესი ხარისხის სამკურნალო გვირილა ხორვატიიდან ჩამოგვაქვს. ამასთან, ყველა კენკროვანი ჩაი (მოცვი, ქაცვი, ასკილი) არის ქართული“, - ამბობს კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი.

მისივე თქმით, კომპანიას ჰყავს პარტნიორები სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც სეზონზე ხილსა და მცენარეებს აგროვებენ. „გვყავს წარმომადგენელი, რომელიც ამ პროცესს ორგანიზებას უწევს. დაფასოებულ სამკურნალო მცენარეებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. ამიტომ ამ მიმართულებით წარმოება ნელი ტემპით იზრდება“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.

კომპანია დაფასოებული სამკურნალო მცენარეების ექსპორტს არ გეგმავს, თუმცა გადამუშავებული ნედლეულის სახით სამკურნალო მცენარეები უკრაინის, აშშ-ისა და გერმანიაში გააქვთ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები