USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაესწარი 3 სექტემბერს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებას სპორტის სასახლეში

დაესწარი 3 სექტემბერს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებას სპორტის სასახლეში

2023-09-02 15:30:22

3 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ თამაშის ღია ჩვენებაზე და უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს

ადგილზე დაგხვდება კვების ზონა, სხვადასხვა აქტივობა და შეთავაზებები

 თბილისის სპორტის სასახლე: https://maps.app.goo.gl/f8SvbJ2keJkKuxKq8?g_st=ic

25 აგვისტოს გაიხსნა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს. 

შეჯიბრება სამ ქვეყანაში იმართება - იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში. 32 გუნდი რვა ოთხგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ყოველი ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს, სადაც ასევე ოთხი ნაკრები ითამაშებს. თანაჯგუფელთან წინა ეტაპზე ნაჩვენები შედეგი ყველას გადაჰყვება და დარჩება მხოლოდ ორი მატჩის გამართვა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც მათ გარდა თამაშობდა სლოვენია, კაბო ვერდე და ვენესუელა. საუკეთესო ორი გუნდი გადავიდა O ჯგუფში, სადაც დაუპირისპირდება E ჯგუფის (ავსტრალია, ფინეთი, იაპონია და გერმანია) საუკეთესო დუეტს. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა.

გუნდები, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავლენ, ასევე შექმნიან ოთხგუნდიან ჯგუფებს და გაინაწილებენ მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებს.

1/4-ფინალში გავა მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი (ორ-ორი თითო ჯგუფიდან). ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი. პლეი ოფის მატჩების სათამაშოდ ყველა გუნდი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები