ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს - დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.
პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს".
რაც შეეხება აქციებს, როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ხელისუფლება კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ უკანონო ქმედებას არავის აპატიეს.
„რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც შექმნილია - რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული. ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ არის 7%-დან 10%-მდე. სხვა დანარჩენის 2%-ს ქვევით. მე მესმის. ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. 50-60%-ზე არის ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის მოტანა.
მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ილუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ხალხი ბრძენია.
ყოველგვარი მათი [ოპოზიციის] ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, მე მოვისმინე, იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან.
ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არც ერთ უკანონო ქმედებას,“ -განაცხადა პრემიერმა.
ინტერპრესნიუსი
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი