USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

2023-12-01 14:14:28

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს. კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან - ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი, კომიტეტში მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლის არჩევა ხდება. ექსპერტული კომიტეტები მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე არიან პასუხისმგებლები.

ორი ახალი ექსპერტული კომიტეტის, კერძოდ: ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების (MSI-eSEC) და გამოხატვის თავისუფლებაზე გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გავლენის (MSI-AI) არჩევნები CDMSI-მა კომიტეტის რიგით 24-ე სხდომაზე ჩაატარა. მმართველი კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეც მონაწილეობდა, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით დანერგვა, მედიის მდგრადი დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკა, მეტავერსი და მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.

სხდომა მომავალი 2 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და CDMSI-ის ექსპერტული კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას ემსახურებოდა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები