USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - თბილისი ენერჯი

CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება - თბილისი ენერჯი

2023-07-18 09:00:00

CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

კომპანია უსაფრთხოებაზე მომხმარებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ  ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლისას აუცილებლად სპეციალისტების ჩართულობით გადაამოწმონ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოება. 

„გახსოვდეთ თუ გადადიხართ ახალ საცხოვრებელ ფართში, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ რამდენად უსაფრთხოა გაზის შიდა ქსელი!

co-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება

დაგვიკავშირდით გაზის შიდა ქსელის გადასამოწმებლად, თუ ქირაობთ/გირაობთ ან აქირავებთ/აგირავებთ საცხოვრებელს ფართს

2 40 40 04

მომსახურება არის სრულიად უფასო“, - აღნიშნულია თბილისი ენერჯის განცხადებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები