USD 2.8168

EUR 2.9498

TRY 0.0773

GBP 3.5568

RUB 0.032599

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია - ოთარ შამუგია

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია - ოთარ შამუგია

2023-04-20 13:17:44

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129 %-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26 %-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები  4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი.

საქართველოდან  ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები