USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს - მარიამ ქვრივიშვილი

2023-07-17 14:06:53

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია 60-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს,რამაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის 2,8 მლნ - მდე ზრდას ხელი შეუწყო

 

„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს", - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს. ამასთან, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი  ზრდა +59.6%-ია. 

„დღეს საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე -  ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში  კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 პროცენტით აღდგა და   პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა. 

რაც შეეხება 2023 წლის მე-2  კვარტლის მონაცემებს,  საქართველოში 1,651,655  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები