USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ტექნოლოგიები  ხარისხიანი და უხვი მოსავლის გარანტია - კომპანია „სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები“

ჩვენი ტექნოლოგიები ხარისხიანი და უხვი მოსავლის გარანტია - კომპანია „სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები“

2023-09-07 12:00:43

ჩვენი ტექნოლოგიები ხარისხიანი და უხვი მოსავლის გარანტია - კომპანია სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები თანამედროვე აგროტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი ხელშემწყობია.

დღესდღეობით ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმერები/აგრონომები წარმატებით მართავენ არაერთ ბაღს, იღებენ მონაცემებზე დაყრდნობილ ზუსტ გადაწყვეტებს და ბაღში ჩასატარებელ სამუშაოებზე სამომავლო ნაბიჯებს გეგმავენ, რაც საბოლოოდ მაღალი ხარისხის მოსავლის და გაზრდილი რაოდენობის წინაპირობაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან კომპანია Sensors & Smart Technologies -ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ერაძე საუბრობს.

„ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენების ორი ძირითადი მიმართულება არსებობს - ერთია ნიადაგის სენსორები, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახდენს ისეთი მონაცემების კონტროლს როგორიცაა: ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა, მცენარის ფესვთა სისტემისთვის ხელმისაწვდომი ტენი, ნიადაგის მარილიანობა, და ა.შ. მეორეა აგრომეტეოსადგურები, რომლის უნიკალურობა იმაშია რომ იგი ლოკალურად იძლევა ინფორმაციას კლიმატურ მონაცემებზე (ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, წვიმის მაჩვენებელი, ევაპოტრანსპირაცია და ა.შ) და მოსალოდნელ ამინდის პროგნოზზე (3-7-14 დღიანი).

აღნიშნული მოწყობილობებისგან მიღებული ინფორმაციის ინტეგრაციის შედეგად სისტემა მომხმარებელს აწვდის კონკრეტულ რეკომენდაციების, ბაღში ჩასატარებელ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე, კერძოდ: დღეების და საათების ჭრილში თუ როდის არის რელევანტური წამლობის ჩატარება და სასუქების შეტანა ბაღში, როდის უნდა მოირწყოს, როდის არის მოსავლის აღებისთვის ოპტიმალური დრო, ვადები და ა.შ.“ - ამბობს ირაკლი ერაძე და დასძენს, რომ ტექნოლოგია საინტერესოა ასევე დაავადების პრევენციის კუთხითაც, რადგან სენსორები ფერმერს/აგრონომს წინასწარ აფრთხილებს მოსალოდნელ საფრთხეზე, კერძოდ რომელი დაავადების გაჩენის ალბათობა არსებობს ბაღში და შესაბამისად როდის არის უმჯობესი წამლობის ჩატარება.

აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, გვეხმარება რესურსების ოპტიმალურ გამოყენებაში, აზღვევს არასწორ დიაგნოსტიკას რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ფერმერს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები დანახარჯებით აწარმოოს მეტი“ - ამბობს ირაკლი ერაძე და დასძენს, რომ მუშაობა უნდა გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაც დარგისთვის გამოწვევაა.

,,ცნობიერება იზრდება, მეტმა ფერმერმა გაიგო ჩვენი ტექნოლოგიების შესახებ, თუმცა მეტი ინფორმირებაა საჭირო, ცოდნის პრობლემა შეიმჩნევა და ეს რჩება გამოწვევად. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფერმერებს მხარდაჭერა შევთავაზოთ, ვასწავლოთ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება, მის უნიკალურობაში დავარწმუნოთ. ცნობიერების ამაღლების კუთხით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გააქტიურდება" , - აცხადებს ერაძე Business Insider Georgia -თან .

რაც შეეხება ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობას, მეტეოსადგურის ღირებულება საშუალოდ 4500-5000 ევროს ფარგლებშია. ერთ წერტილზე კი ნიადაგის კონტროლის ფასი 1800 ევროს ფარგლებშია.

ცნობისთვის, Sensors & Smart Technologies -ის დამფუძნებლები არიან კომპანია ,,სივიაიჯი" (2017 წლიდან არის აგრომეტეოსადაგურების ბაზარზე) და ,,აგრო სოლუშენი" ( 2015 წლიდან ფუნქციონირებს). კომპანია სტრატეგიული პარტნიორია აგრომეტეოსადგურების და სხვა სენსორული სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის - Davis Instruments და ავსტრიული კომპანიის Pessl Instruments.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ასევე სეტყვისა და ყინვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები, რომლის მწარმოებელია ესპანური კომპანიის SPAG Group-ი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები