საგურამოში მდებარე უნიკალური სანერგე მეურნეობის ,,გრინჰოლის“ ისტორია 3 წლის წინ დაიწყო და დღეს თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. ერთდროულად აყვავებული, სხვადასხვა ზომისა და ფერის ათასობით ვარდი ყვავილების მოყვარულებში დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს. სანერგეო მეურნეობაში ვარდები დამყნობის მეთოდით გამოჰყავთ.
რაც შეეხება მარადმწვანე და ბუჩქოვან მცენარეებს, ძირითადად იმპორტულია.
როგორც კომპანია ,,გრინჰოლის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს, მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
,,გვაქვს მარადმწვანე და ბუჩქოვანი მცენარეები და ვარდის ნერგები. მესამე წელია, რაც ბაზარზე ვართ და მუდმივად იზრდება მოთხოვნა. სანერგეში 400 ჯიშამდე მხოლოდ ვარდის ნერგი გვაქვს, რომელსაც ადგილზე ვამყნოთ, ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ. მოთხოვნის თვალსაზრისით, პირველ ადგილს სწორედ ვარდი იკავებს, წლიურად 15 ათასამდე ნერგი იმყნობა. 140 ჯიში მარადმწვანე და ბუჩქოვანი მცენარეა, რომლის იმპორტსაც პოლონეთიდან ვახორციელებთ. ჩვენი კოლექციის 50% ადგილობრივ ნერგებს უჭირავს. ძირითადი მომხმარებელი კერძო სექტორია“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ფასებს, ვარდის ნერგის ღირებულება 15 ლარია, მარადმწვანე და ბუჩქოვანი მცენარეების ფასი 12 ლარიდან იწყება და ჯიშის და ზომის შესაბამისად მატულობს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში