USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მთავარი გამოწვევაა, საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების წარმოება - ,,კოლორ ჯგუფი“

ჩვენი მთავარი გამოწვევაა, საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების წარმოება - ,,კოლორ ჯგუფი“

2023-07-11 15:00:15

საქართველოში დამზადებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. რეგიონში ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო ,,კოლორ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ყოველთვიურად ასობით ახალ დამკვეთთან უწევთ თანამშრომლობა. 

კომპანიის მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიას, როგორიცაა საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, საგამომცემლო, მედია, ფარმაცევტულ და სამედიცინო, ავტომოტივს, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საავიაციო და გასართობ ინდუსტრიებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, რეგიონში მიმდინარე საომარმა მდგომარეობამ, ომის დაწყების პირველ ფაზაში, დიდი გაურკვევლობა და პრობლემები გამოიწვია ბაზარზე, რაც საბოლოოდ ფასზე აისახა.

ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთებს კი ღვინის კომპანიები წარმოადგენენ, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე იყო ორიენტირებული.

„ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება ღვინის ეტიკეტების ბეჭდვაა. ჩვენი დამკვეთები არიან ბაზარზე ცნობილი საშუალო და მსხვილი ღვინის კომპანიები, რომელთა საექსპორტო გაყიდვების დიდი წილი მოდის რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე. ომმა შეამცირა აღნიშნულ ქვეყნებში ღვინის ექსპორტი, რაც პირდაპირ აისახა სტამბაში დასაბეჭდი ღვინის ეტიკეტის შეკვეთებზე. თუმცა გასული წლის მეოთხე კვარტლიდან მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და ქართული ღვინის კომპანიები გადაერთნენ ალტერნატიულ ბაზრებზეც.

უკრაინაში წარმოებულმა აგრესიამ გაართულა ლოჯისტიკური ოპერაციებიც. საერთაშორისო გადაზიდვებიდან უკრაინული სატრანსპორტო კომპანიების გამოთიშვამ დეფიციტური გახადა ბაზარი, შესაბამისად გაძვირდა იმპორტის ოპერაციებზე სატრანსპორტო მომსახურებები“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება გამოწვევას, საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვებს უკავშირდება, გარკვეულ პრობლემას შრომის ბაზარზე საწარმოო კადრიც დეფიციტიც ქმნის.

„ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი გამოწვევაა საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების წარმოება. მიმდინარე წლიდან გუნდში დავიმატეთ ექსპორტის მენეჯერები და ვამუშავებთ ევროპისა და აზიის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გაყიდვებს.

უკვე არაერთი ქვეყნიდან არის ინტერესი ჩვენს კომპანიასთან მიართებით. ტექნიკური შესაძლებლობები, ხარისხი, ოპერატიულობა და გამართული მიწოდების სერვისი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ჯანსაღი ამბიცია და კონკურენცია გავუწიოთ პოლიგრაფიული მიმართულებით ბაზარზე არსებულ ისეთი ქვეყნებს, როგორიც თურქეთი და ჩინეთია.

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელ კომპანიას წარმოვადგენთ, ამასთან, მუდმივად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრებს. ბაზარზე საკმაოდ დეფიციტურია საწარმოო კადრების მოძიება, ამ ეტაპზე HR სამსახურს წარმოების მიმართულებით დაახლოებით 20 ვაკანტური პოზიცია აქვს რეკრუტინგში“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ,,კოლორ ჯგუფი“ არის თითქმის 30 წლიანი გამოცდილების მქონე ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კომპანია ახორციელებს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას ერთ სივრცეში. გარდა სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დამზადებისა, დამკვეთი იღებს სრულ დიზაინერულ მომსახურებას „კოლორ ჯგუფის“ დიზაინ სტუდიოსგან.

კომპანიაში 700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები