USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მოლოდინით ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს - Galt & Taggart

ჩვენი მოლოდინით ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს - Galt & Taggart

2023-09-25 12:08:54

Galt & Taggart-ის პროგნოზით, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ფუნდამენტური ფაქტორები (საგარეო შემოდინებები, ზრდა, ბიუჯეტის პარამეტრები) და ბაზარზე უცხოური ვალუტის მაღალი ლიკვიდობა ლარის მხარდამჭერია.

„ამასთან, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ჩვენი შეფასებით“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20-21 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 57.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარზე გაუფასურების წნეხის მოსახსნელად.

აღნიშნული ინტერვენციების შედეგად ლარი სწრაფად დასტაბილურდა და ამჟამად დოლარის მიმართ 2.67-ის ფარგლებში ივაჭრება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები