USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად მნიშნელოვანია წლიური ინფლაციის კლებადი მონაცემი - ნათია თურნავა

ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად მნიშნელოვანია წლიური ინფლაციის კლებადი მონაცემი - ნათია თურნავა

2023-08-02 17:26:42

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის ნათია თურნავას განცხადებით მოქალაქეებისთვის საყურადღებო წლიური ინფლაციის კლებადი მონაცემია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებოა წლიური ინფლაციის მონაცემი, რომელიც არის კლებადი და ჩვენს თარგეთზე, მიზნობრივ 3%-ზე ბევრად ნაკლები. მოგეხსენებათ 0,6% არის ივნისის მაჩვენებელი. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ასევე იმპორტირებული პროდუქციაც და ჩვენ ვართ ღია ეკონომიკის ქვეყანა და ვაჭრობა ძალიან აქტიურია და მათ შორის იმპორტირებული საქონლის ფასებს აქვს მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი როლი მნიშვნელოვანია, რომ იგივე მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ანუ არა თუ არ იზრდება, არამედ ფასები ფიზიკურადაც მცირდება. ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიძლება რამდენიმე ჯგუფი ვახსენო: მაგალითად საწვავზე ამ თვეების განმავლობაში პერიოდულად იყო ფასების შემცირება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ორ ფაქტორთან. ესაა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შედარებით შემცირება, იმ შოკის შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ იყო და ეს არის ასევე, ისევ და ისევ მყარი ეროვნული ვალუტა.
ასევე მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე მაგალითად ზეთზე, რომელიც ჩვენი კალათის მნიშვნელოვანი ნაწილია და სხვა საკვებ პროდუქტებზე, სეზონურზე და არასეზონურზე, ასევე ხდებოდა ფასების შემცირება. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელების დეკომპოზიციას, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, მნიშვნელოვანი წილი აქ აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
"პროგნოზი არის საკმაოდ დამაიმედებელი. ჩვენი მოლოდინი წლის ბოლომდე არის, რომ ინფლაცია კვლავაც იქნება მიზნობრივზე დაბალი. ეს ტენდენცია გაგრძელდება და მიზნობრივ 3%-ს 2024 წლის ბოლოს მიუახლოვდება, ან ამის ირგვლივ დაკონცენტრირდება. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ტემპებზე. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაცია ასევე მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების ტემპების შემცირებას. უბრალოდ გვინდა დავინახოთ, რომ ეს შემცირება უფრო სწრაფი ტემპთ მიდის. აქედან გამომდინარე ჩვენ ნაბიჯებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის სტატუსკვო რაც დღეს არსებობს ეკონომიკაში", - აღნიშნა თურნავამ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები