USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნებისმიერი სახელი და გვარისთვის - ნათია თურნავა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნებისმიერი სახელი და გვარისთვის - ნათია თურნავა

2023-09-23 23:21:28

ნათია თურნავას განმარტებით სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ნებიმისმიერი სახელისა და გვარისთვის.

,,ჩვენ არ გვაინტერესებს სახელები და გვარები. ეროვნული ბანკი მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობით და მქომედებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით. ჩვენ რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის გამიზნული ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის მიმართ საფინანსო სისტემის ქმედებისკენ - რომ ეს საკითხი დარეგულირდეს. რომ დარეგულირდეს ის გარკვეული ხარვეზები რაც შეიძლება ახლდეს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. 

19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები