USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად - ისრაელის ელჩი

ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად - ისრაელის ელჩი

2023-10-08 00:07:41

ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ - ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს. რომლის განცხადებასაც საქართველოში ისრაელის საელჩო აქვეყნებს. 

„რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა. დილის 6:30 საათიდან ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად. ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ. სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული „ჰამასის“ მიერ. ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა. ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი. ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ“, - აღნიშნავს ელჩი ჰადას მეიცადი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები