USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჭკვიანი“ სერვისები ლიფტებში, საქართველოშიც პრიორიტეტული ხდება, ბაზარზე ლიდერები ვართ - ICE Engineering Group-ის დამფუძნებელი

„ჭკვიანი“ სერვისები ლიფტებში, საქართველოშიც პრიორიტეტული ხდება, ბაზარზე ლიდერები ვართ - ICE Engineering Group-ის დამფუძნებელი

2023-07-05 14:00:33

ICE Engineering Group-ი სამგზავრო ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟისა და სერვისის სექტორში ოპერირებს. ამ კუთხით თბილისში და ქვეყნის დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი გამოწვევებია. რა ვითარებაა ბაზარზე, რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და როგორ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში ამორტიზებული ლიფტების პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ICE Engineering Group-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს გიორგი ბახტაძეს ესაუბრა. 

 

  • რამდენი ხანია რაც ICE Engineering Group-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და რა არის დღეს კომპანიის ძლიერი მხარე?

 

ICE Engineering Group-ი საქართველოს ბაზარზე 12 წელია ოპერირებს. მისი პროფილია HVAC-ის სისტემები, ლიფტები და ესკალატორები. ამ დროისთვის მას ლიდერის პოზიცია აქვს ამ სფეროში, რასაც ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტები ადასტურებს. ICE Engineering Group-ი ხელმძღვანელობს მსხვილ პროექტებს - Galleria Tbilisi, Moxy Tbilisi, Tbilisi Gardens, Encore Ramada, East Point, Parliament of Georgia, McDonalds, Smart Supermarket, Tegeta Motors. კომპანია მუშაობს მსხვილ პროექტებზე Twin Tower , Beach Tower, Dar Tower, City Mall, Red-co New Gudauri.  კომპანიის მისიაა პროფესიონალიზმითა და ხარისხიანი მომსახურებით შექმნას უფრო ჰარმონიული ცხოვრების წესი. ჩვენი მთავარი ღირებულებებია მრავალწლიანი გამოცდილება, პარტნიორებთან ხანგრძლივი ურთიერთობა და ვალდებულება.

 

  • კომპანიის პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რადგანაც მისი საქმიანობა სხვადასხვა პროფილებს მოიცავს. იმ სერვისებიდან რასაც დღეს ICE Engineering Group-ი  ბაზარს აწვდის, რომელია ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და კომპანიის მიერ უკვე დასრულებული ცნობილი პროექტები?

 

დავასახელებდი Galleria Tbilisi-ის პროექტს, „ორბის“ პროექტებს.

 

  • ლიფტებისა და ესკალატორების მიმართულება თითქმის მთელ მსოფლიოში „დაჭკვიანდა“.  როგორია ეს პროცესი საქართველოში?

 

უამრავი მართვის მექანიზმები არსებობს, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში. არის BMS სისტემა, რომელიც ერთდება ლიფტებზე. ამ სისტემით მარტივად იმართება ტელეფონის საშუალებით კონდიციონერები და მინივენები. ლიფტის მართვა ოდნავ რთულია. სპეციალური სისტემა დამკვეთს გადაეცემა და ასე ხდება მართვა.

 

  • რამდენად პრიორიტეტული ხდება “ჭკვიანი“ სერვისები თქვენს სეგმენტში?

 

საკმაოდ პრიორიტეტულია. ჩვენ Otis-ის დილერები ვართ. ესაა ამერიკული მულტინაციონალური კომპანია, რომელიც აწარმოებს ლიფტებს. კომპანიის ლიფტებს აქვს რეგენერაციის ფუნქცია. როდესაც ლიფტი მიერთებულია  BMS სისტემაზე შეგვიძლია, რომ ამ ლიფტის კინეტიკური ენერგია გამოვიყენოთ. არის სპეციალური ე.წ. პროცების ფუნქცია, ლიფტი როდესაც ქვევით ჩადის შეგვიძლია ასვლის დროს დაგროვილი კინეტიკური ენერგია გამოვიყენოთ და ელექტროენერგია საერთოდ არ გავხარჯოთ.

 

  • როდესაც ლიფტებზე ვსაუბრობთ აუცილებლად გვახსენდება ესა თუ ის ფატალური შემთხვევები, რაც მოძველებული ლიფტების ამორტიზაციასთან არის დაკავშირებული. თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კორპუსებში ლიფტები შეიცვალოს?

 

პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს ხარისხის კონტროლი. ძველი ლიფტები ხარისხიანით უნდა ჩანაცვლდეს და დამკვეთის მხრიდან მხოლოდ ფასზე  არ უნდა გაკეთდეს აქცენტი და მხოლოდ ეს საკითხი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. იმპორტიორმა უნდა ჩამოიტანონ ხარისხიანი ლიფტი, რომელსაც მომავალში გაეწევა სწორი ექსპლუატაცია და სერვისი. ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისი. შესაძლოა, ლიფტი იყოს კარგი ხარისხის, მაგრამ ცუდი მომსახურების გამო ძალიან სწრაფად დაზიანდეს. ამიტომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ლიფტს სჭირდება ყოველდღიური სერვისი. ასევე კომპანია, რომელსაც დამკვეთები აირჩევენ უნდა იყოს გამოცდილი და უნდა შეძლოს 24/7-ზე სერვისის გაწევა. ლიფტის გაჭედვის შედეგად გამართული მომსახურების პირობებში ადამიანის გამოყვანა 30 წუთიდან 1 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არის რისკების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად ვახორციელებთ სერვისს, რაც დამკვეთისა და ჩვენი კომპანიის მხრიდან ხელმოწერით დასტურდება.

 

  • ცნობილია, რომ ICE Engineering Group-აქვს ლიფტების მომსახურების სერვისი. მხოლოდ თქვენს დამონტაჟებულ ლიფტებს უწევთ სერვისს თუ ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც ემსახურებით? როგორი ვითარებაა ლიფტების სერვისისა და ხარისხის კუთხით ქვეყანაში?

 

ჩვენი კომპანია, მხოლოდ თავის ჩამოტანილ და დამონტაჟებულ ლიფტებს უწევს სერვისს. ქვეყანაში ლიფტების კუთხით რთული ვითარებაა. არის ძალიან ბევრი ამორტიზებული ლიფტი, რომელიც 50-60 წელია მუშაობს. ამ ლიფტებს ვიზუალურად გაუკეთდა რეაბილიტაცია. თუმცა არ ვარ მომხრე, რომ ამ ხანდაზმულობის ლიფტები რეაბილიტაციის მიუხედავად  ექსპლუატაციაში იყოს. ყველა ასეთი ლიფტი არის შესაცვლელი, რადგან ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს.

 

  • და როგორ გესახებათ ამ დიდი პრობლემის გადაჭრის გზები?

 

სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ჩართულობა. უნდა გაიზარდოს ამხანაგობებისთვის ფინანსური დახმარება და განხორციელდეს ლიფტების შეცვლა.

 

  • თქვენი კომპანიის მაგალითზე, რომელი მწარმოებლის პროდუქციას უცხადებთ ნდობას და რა განასხვავებს მის ნაწარმს კონკურენტების მიერ წარმოებული იგივე სახეობის პროდუქციისგან?

 

ჩვენი კომპანია ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს Otis-ს, რადგან ეს არის კომპანია, რომელმაც მსოფლიოში პირველი ლიფტი შექმნა და დააპატენტა. ეს კომპანია ამ სეგმენტში პირველია, თამამად შემიძლია განვაცხადო. Otis-ს აქვს უმაღლესი ხარისხის მექანიკური და ელექტრული ნაწილები. შესაბამისად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი მხრიდან სერვისს.

 

  • თქვენი კომპანია მხოლოდ კერძო შეკვეთებზეა ორიენტირებული თუ სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს?

 

ძირითადად კერძო კომპანიების დაკვეთებს ვასრულებთ. ვემსახურებით მოლებს, ოფისებს, ახალ საცხოვრებელ კორპუსებს. რაც შეეხება ტენდერებს, თუ სახელმწიფო მაგალითად, დიდი რაოდენობით, კერძოდ, 500 ლიფტის შეცვლას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ.

 

  • თქვენი კომპანიის მაგალითზე, რომელი იყო ყველაზე რთული პროექტი და სად დაამონტაჟეთ ყველაზე დიდი ესკალატორი და ყველაზე მაღალი ლიფტი?

 

ყველაზე მაღალი ესკალატორი „გალერია თბილისში“ დავამონტაჟეთ. ყველაზე მაღალ შენობაში, სადაც ლიფტი დავამონტაჟეთ, ეს არის სამშენებლო კომპანია „ორბის“ მიერ განხორციელებული პროექტი ბათუმში. ეს შენობა 54-სართულიანია და სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მაღალია. 

 

  • რა სიახლეებს გეგმავს კომპანია 2023 წელს?

 

ჩვენ შესრულებული სამუშაოს საკმაოდ დიდი პაკეტი გვაქვს. ICE Engineering Group-ი ოპერირებს, როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში. დიდ ქალაქებში ვამონტაჟებთ ლიფტებს. გვინდა რომ შევქმნათ ერთიანი ბაზა,  BMS სისტემა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ გამოძახების რაოდენობა და სწრაფად გაუშვათ სიგნალის საშუალებით ჯგუფი, სადაც პრობლემა აქვს ლიფტს, რათა წინასწარ ჩაუტარდეს სერვისი, მოხდეს ხარვეზების დაძლევა, რათა არ მოხდეს ლიფტის გაჩერება.

 

  • როგორია ICE Engineering Group-ის სერვისებზე მოთხოვნა?

 

ბოლო ორი წლის მონაცემები რომ ამოვიღოთ ბაზრის ლიდერები ვიყავით. ახლაც ეს პოზიცია გვიკავია. ბოლო ორი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ Otis-თან და ამ ბრენდის ექსკლუზივიც ავიღეთ და შესაბამისად, ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ. საკმაოდ ძლიერი პარტნიორები გვყავს ბაზარზე და მათგან ბევრ შეკვეთას ველოდებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები