სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ მომხმარებლებს 1-ელ ივნისთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე ელით. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კომპანია დიდ ფასდაკლებას აცხადებს, რაზეც Business Insider Georgia- ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ეთუნა კვესიაშვილმა აცნობა.
„1-ელი ივნისი ,,ჭიტასთვის“ განსაკუთრებული დღეა. დაარსებიდან დღემდე ვქმნით ფერად სამყაროს ბავშვებისათვის. ჩვენი მიზანია ყველა ბავშვს გავულამაზოთ ეს დღე, სწორედ ამიტომ 1-ელ ივნისამდე ვთავაზობთ მომხმარებლებს გრანდიოზულ 50 %-მდე ფასდაკლებას სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთების სრულ ასორტიმენტზე.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კი კორპორაციულ ფასებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა ეთუნა კვესიაშვილმა.
ცნობისთვის, ,,ჭიტას“ ისტორია 30 წელს ითვლის - ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდიდან, 90-იანი წლებიდან იწყება და დღემდე განაგრძობს განვითარებასა და ყველაზე ფერადი სამყაროს შექმნას ბავშვებისათვის.
ქართულ ბაზარზე ,,ჭიტა“ 16 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანია სტაბილურად 200-მდე ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში