USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩიპების წარმოების ბაზარი 2030 წლისთვის $1 ტრილიონს მიაღწევს - პროგნოზი

ჩიპების წარმოების ბაზარი 2030 წლისთვის $1 ტრილიონს მიაღწევს - პროგნოზი

2023-05-26 12:01:00

 

აშშ-სა და ჩინეთს შორის ჩიპების კრიზისი ღრმავდება. როგორც უცხოური მედია წერს, მიმდინარე კრიზისის ფონზე, ჩინეთის ბაზრიდან მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი  უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Micron-ის გასვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული ჩიპების კრიზისისა, გასულ წელს ტრილიონობით ჩიპი აწარმოეს. შესაბამისად ჩიპების წარმოების მთლიანი გლობალური ღირებულება 580 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. პროგნოზირებულია, რომ ეს ბაზარი 2030 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ასეთი ტემპით იზრდება, ჩიპების ბაზარზე კვლავ დომინირებს ორ ქვეყანას შორის განსხვავებული პოლიტიკა.

და ეს დაპირისპირება 2018 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სავაჭრო ომით დაიწყო.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები