USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთიდან აზერბაიჯანში შუა დერეფნის გავლით, რომელიც საქართველოზე გადის პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა

ჩინეთიდან აზერბაიჯანში შუა დერეფნის გავლით, რომელიც საქართველოზე გადის პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა

2024-01-16 11:00:00

საკონტეინერო მატარებელი Xi'an (PRC) - ბაქო (აზერბაიჯანი), რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე მოძრაობს, (TITR, შუა დერეფანი) ყაზახეთის გავლით, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. ამის შესახებ Trend წერს. 

მატარებელი საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე 11 დღეში ჩავიდა.

მატარებელი 55 ორმოცფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ის დატვირთულია სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით, ელექტრო მანქანებით, სამშენებლო მასალებით, სხვადასხვა დიამეტრის მილებითა და სხვა პროდუქტებით. ამჟამად სიანიდან ბაქოში კიდევ ერთი საკონტეინერო მატარებლის გაშვება იგეგმება.

შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის ქსელებს, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მრავალმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვის საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.

ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი მარშრუტი ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ, 20-25 დღეში აწვდის, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები