ჩინეთი 30 აგვისტოდან შემომავალი მოგზაურებისგან COVID-19 ტესტის უარყოფით შედეგს აღარ მოითხოვს.
ეს არის ეტაპი, რომელიც 2020 წლის დასაწყისიდან ჩინეთში დაწესებული ვირუსის შეზღუდვების დასასრულია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ცვლილება დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ჩინეთმა დაასრულა თავისი “zero-COVID” პოლიტიკა მხოლოდ დეკემბერში, წლების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, რაც რიგ შემთხვევებში მთელი ქალაქების ჩაკეტვასა და ინფიცირებულთათვის ხანგრძლივ კარანტინებს მოიაზრებდა.
როგორც ამ ზომების ნაწილი, შემოსულ მოგზაურებს მოეთხოვებოდათ კვირების განმავლობაში მთავრობის მიერ დანიშნულ სასტუმროებში კარანტინში ყოფნა.
ამ შეზღუდვებმა შეანელა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, რამაც გამოიწვია უმუშევრობისა და გაურკვევლობის ზრდა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა