რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 10-14 ივნისის ეკონომიკურ კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენდარი:
10 ივნისი - მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის I კვარტალი);
10 ივნისი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2024 წლის I კვარტალი, წინასწარი);
10 ივნისი - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2024 წლის მაისი);
13 ივნისი - საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2024 წლის მაისი);
14 ივნისი - ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2024 წლის აპრილი);
14 ივნისი - სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი);
14 ივნისი - სასაკლაოების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი);
14 ივნისი - ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი);
14 ივნისი - მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2023 წელი);
14 ივნისი - თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2023 წელი);
14 ივნისი - სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2023 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია);
14 ივნისი - ნამუშევარი საათების ინდექსი (2024 წლის I კვარტალი);
პარლამენტის კალენდარი:
10 ივნისი, 12:00 საათზე, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
10 ივნისი, 12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
10 ივნისი 12:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)
10 ივნისი, 12:30 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, - 1 სართული)
10 ივნისი, 13:00 საათზე, პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
10 ივნისი,14:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
10 ივნისი - 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის დარბაზი;
10 ივნისი - 15:30 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
10 ივნისი - 16:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)
11 ივნისი - საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების (07-392; 31.05.2024) განხილვა;
11 ივნისი - საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის (07-394; 31.05.2024) განხილვა;
11 ივნისი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა;
12 ივნისი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა;
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება