პროფესიული განვითარების ასოციაციასა და „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებმა: ნუცა ბახტაძემ, მარიამ პაკაცოშვილმა და „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას და მედია პარტნიორობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა დაიგეგმება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ თვითგამორკვევასა და ამ კუთხით, მათი თვალსაწიერის უფრო მეტად გამდიდრებას.
ასოციაციის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას და გაშუქებას.
პარტნიორობა უნივერსალური ცოდნის აკადემიის(UNIKO) მხარდაჭერით შედგა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში