USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებულებს შეუძლიათ ₾3000 - მდეც გამოიმუშაონ, მაგრამ კადრი მაინც დეფიციტია - ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი

ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებულებს შეუძლიათ ₾3000 - მდეც გამოიმუშაონ, მაგრამ კადრი მაინც დეფიციტია - ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი

2023-10-27 11:00:44

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე კადრის დეფიციტზე Business Insider Georgia - თან საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით  სექტორში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჩხეიძის თქმით, ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებულებისთვის  ხელფასის ზედა ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს და შეუძლიათ 3000 ლარამდეც გამოიმუშაონ, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს, განსაკუთრებით კი კვალიფიციურ კადრთან დაკავშირებით.

„ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც გაყიდვებზეა მიბმული, ხელფასის თემა განსხვავებულია, ზედა ზღვარი არ აქვს. მოტივაციის მამოძრავებელი ძალაა, იმუშაოს და გაყიდოს, რაც მეტი თანხის გამომუშავებაში ეხმარება. ჩვენს შემთხვევაში, 700-800 ლარი არის ხელფასის ქვედა ზღვარი, რომელსაც ვერ შევამცირებთ, მაგრამ გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღება შეუძლიათ დასაქმებულებს. იდეაში შესაძლებელია 3000 ლარამდეც ავიდნენ, ამისთვის დიდი მოტივაციაა, მაგრამ კვალიფიციური კადრი პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის გვაქვს ვაკანსია, მაგრამ ადამიანს ვერ იპოვი, რომ დააწინაურო, პროფესიული კადრების მწვავე  დეფიციტია სექტორში", - აცხადებს დავით ჩხეიძე.

კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს, სადაც 80 ადამიანამდეა დასაქმებული. აქტიურ პერიოდში მათი რაოდენობა გაიზრდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები